ხელისუფლების დაანონსებული ხელფასების ყოველწლიური ზრდა აჩენს ეჭვებს — IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის და ბიუროკრატიის შესახებ კვლევას აქვეყნებს.

კვლევაში საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით მიმოხილულია საქართველოს ბიუროკრატიული აპარატის და მასთან დაკავშირებული შრომის ანაზღაურების ხარჯების პრაქტიკა. ამასთან, შეფასებულია საჯარო სექტორში დაგეგმილი ხელფასების ზრდის მიზანშეწონილობა და მისი გავლენა ბიუროკრატიული ხარჯების ტვირთზე.

კვლევის ძირითადი მიგნებების მიხედვით:

IDFI-ის შეფასებით,  საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების სისტემის გარკვეულ მოწესრიგებას ხელი შეუწყო 2018 წლიდან „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამ, რომლის მიხედვით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა.

თუმცა 2018 წლის შემდეგ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები აჩვენებდა, რომ ახალი კანონის მოქმედების პირობებშიც თანამდებობის პირების უმეტესობას თანამდებობრივი სარგოს სახით შეუნარჩუნდათ იმ ოდენობის შრომის ანაზღაურება, რაც წლების განმავლობაში გაიცემოდა ქაოტური სახელფასო პოლიტიკის პირობებში. ამასთან, ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდა შსს-ის სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეებზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, მარეგულირებელი კომისიების თანამშრომლებზე, ეროვნული ბანკის მოსამსახურეებზე და სხვა.

საქართველოს მთავრობას დაანონსებული აქვს, რომ 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასები ყოველწლიურად გაიზრდება დაახლოებით 10%-ით, ხოლო 2026 წლის შემდეგ- კერძო სექტორში ხელფასების ზრდის პროპორციულად.

IDFI-ის თანახმად, საჯარო სექტორში 2022 წლიდან დაგეგმილი ხელფასების ზრდა მნიშვნელოვან სახელმწიფო რესურსს მოითხოვს, რაც წარმოშობს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ბიუროკრატიული ხარჯების ტვირთის ზრდის აუცილებლობას.

„ბიუროკრატიული აპარატის არსებული ზომის შენარჩუნების პირობებში, ხელისუფლების მიერ დაანონსებული საჯარო სექტორის ხელფასების ყოველწლიური ზრდა აჩენს ეჭვებს საჯარო სექტორის ლოიალურობის მოპოვების მცდელობასთან დაკავშირებით.

ბიუროკრატიული აპარატის მონაცემების ანალიზის მიხედვით, განსაკუთრებით პრობლემურად შესაძლებელია შეფასდეს სახელმწიფო და მუნიციპალური სსიპ-ების და ა(ა)იპების თანამშრომელთა არაგონივრულად მაღალი მაჩვენებლები და ამ უწყებებში დასაქმებულ პირთა ზრდის ტენდენცია. ასევე, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების არსებული პრაქტიკა და მათი ანაზღაურების ყოველწლიურად მზარდი ხარჯები.

IDFI-ის რეკომენდაციებია: