საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს

საია პოლიტიკურ პარტიებს თანამშრომლობას და ინფორმაციის ურთიერთგაცვლას სთავაზობს.

”დროული და დადასტურებული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საიას ექნება შესაძლებლობა შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა მისცეს საქმეს და კვალიფიციური დახმრება გაუწიოს ნებისმიერ მსურველს”- ნათქვამია ახალაგზარდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს თავის ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

ინფორმაციის ურთიერთგაცვლისას საია განსაკუთრებულ აქცენტებს შემდეგ დარღვევებზე ამახვილებს:

•    მოქალაქეთა მოსყიდვა;
•    ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება;
•    მოქალაქეების დაშინება და ზეწოლა;
•    თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება;
•    ადმინისტრაციული რესურსების არათანაბარი ხელმისაწვდომობა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხორციელებს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების და არჩევნების შმდგომი პერიოდის მონიტორინგს.