მთავრობის კანცელარიასთან რუსეთისთვის ბიჭვინთის გადაცემა გააპროტესტეს

თბილისში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, გააპროტესტეს დე ფაქტო აფხაზეთის მხრიდან რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემა და ამ საკთხზე საქართველოს ხელისუფლების დუმილი.

„აღნიშნულმა ფაქტმა აფხაზეთის მოსახლეობაში მწვავე პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივები თვლიან, რომ ეს არის ანექსია და რუსეთის ფედერაციის მიერ ტერიტორიების სამუდამოდ წართმევა.

7 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას არცერთი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ოკუპანტი ქვეყნის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის მითვისებაზე.
ვიკრიბებით, რათა საქართველოს მთავრობას ვუთხრათ, რომ დღეს, როდესაც საქართველოს ოკუპაცია გრძელდება, დუმილი დანაშულია!“ — ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორი იყო საინფორმაციო პლატფორმა „აფხაზური ამბები“. ღონისძიებას რამდენიმე ათეული ადამიანი დაესწრო, რომელთაც ეკავათ ტრანსპარანტები, წარწერით:

ამავე თემაზე წაიკთხეთ:

რატომ უნდა ბიჭვინთა რუსეთს — ხედვა აფხაზეთიდან

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა განიხილება