ივანიშვილის წერილი კიდევ ერთი დასტურია, რომ ანტიდასავლური პროპაგანდის უკან ის დგას – გახარია

პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეხმაურება ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ წერილს, რომელშიც ის საუბრობს საქართველოს “ომში ჩართვის რისკებზე”, შვეიცარიულ ბანკ “კრედიტ სუისთან” მის დავასა და აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შესახებ.

გახარიას თქმით, ეს წერილი ადასტურებს, რომ საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას:

“ივანიშვილის წერილი კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ გამძვინვარებული ანტიდასავლური პროპაგანდის უკან ის დგას და ასევე ვაჭრობს საქართველოს ევროპული მომავლით საკუთარი ინტერესებისთვის. ეს აჩვენებს, როგორ შეიძლება დაეცეს ადამიანი, ანადგურებს მითს ქველმოქმედის შესახებ, იზოლირებულად და მარტო ტოვებს საქართველოს საოკუპაციო ძალებთან”, – წერს გახარია Twitter-ზე.

Ivanishvili’s letter is yet another proof of him being behind raging anti-western propaganda & trading 🇬🇪 European future in private interests. It shows how low one can go, destroying myth of a benefactor, leaving #Georgia isolated & alone face to face with an occupying power.

— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) July 27, 2022

ივანიშვილის წერილი ნახეთ ვრცლად:

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს