ექიმის მინიმალური ხელფასი საათში 9 ლარია, სანიტრის — 2,80 — რესპუბლიკურში ახალი სისტემა დაინერგა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საპილოტე რეჟიმში, ახალი სახელფასო სისტემა დაინერგა, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის საათების მიხედვით ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს აწესებს.

ჯანდაცვის სამინისტროსა და რეპუბლიკური საავადმყოფოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კლინიკის შემოსავლების 90% სახელმწიფო პროგრამებით მიღებული დაფინანსებაა. მისი ფინანსური მდგომარეობა, არსებული შემოსავალი და მარჟა იძლევა საშუალებას, რომ დღევანდელი ტარიფების პირობებში საავადმყოფოში დასაქმებულმა სამედიცინო პერსონალმა გაუმჯობესებული ანაზღაურება მიიღოს.

ამავე ინფორმაციით, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ახალი სახელფასო სისტემის მიხედვით, მინიმალური ანაზღაურება შემდეგია:

მანამდე ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ „სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კლინიკებს ექნებათ ვალდებულება, ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სხვა რგოლის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მინიმალური ზღვარი დააწესონ ისე, რომ მათი ხელფასები ღირსეული იყოს“.