ამერიკის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის, ჯონ კირბის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის ემზადება.
ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი იმოქმედებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყირიმის ანერქსიის დროს გამოყენებული გეგმის მსგავსად.
მისი განცხადებით, შესაძლოა, რუსეთმა ამ ტერიტორიებზე სექტემბრამდე ჩაატაროს მოჩვენებითი რეფერენდუმები, სადაც მოსახლეობას მოუწევს გადაწყვიტოს, შეუერთდეს თუ არა რუსეთის ფედერაციას.
რუსეთმა ყირიმში მსგავსი რეფერენდუმი 2014 წელს ჩაატარა. რეფერენდუმის ლეგიტიმურობა არცერთ დასავლურ სახელმწიფოს არ უღიარებია.
ამჟამად რუსეთი სრულად აკონტროლებს ლუგანსკის ოლქს. ასევე, ხერსონის ოლქის დიდ ნაწილს. რუსული ჯარები იკავებენ ზაპოროჟიის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქების ნაწილსაც.
რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე დაიწყო რუსული პასპორტების გაცემა. ასევე, მიმოქცევაში შევიდა რუსული რუბლი.