გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, 16 ივლისს, მოხდა.

ამის შესახებ ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, ხევიდან მაშველებმა ორი ადამიანი ამოიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაცვლილი იყო, მეორე კი დაშავებული. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.