ახალი ამბები

უკრაინაში რადა იჩქერიის აღიარებას განიხილავს

12 ივლისი, 2022 • 3880
უკრაინაში რადა იჩქერიის აღიარებას განიხილავს

უკრაინამ შესაძლოა იჩქერიის რესპუბლიკის სუვერენიტეტი ოფიციალურად ცნოს.

იჩქერია ჩრდილო-კავკასიური რესპუბლიკა იყო, რომელიც აერთიანებდა ჩეჩნეთსა და ინგუშეთს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას ცდილობდა, თუმცა რუსეთის ფედერაციამ შეძლო მისი ლიდერების ლიკვიდაცია ან ქვეყნიდან გაძევება.

რადაში იჩქერიის აღიარების შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირეს ოლექსი გონჩარენკომ და მუსა მაგომედოვმა.

ამჟამად იჩქერიის მთავრობის წევრები ემიგრაციაში არიან, ძირითადად თურქეთსა და ევროპაში ცხოვრობენ, რომელთაც რუსეთი დევნის.

უკრაინის მხარეს ორი ჩეჩნური ბატალიონი იბრძვის, მათ შორის- იჩქერიის პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის სახელობის ჩეჩნური ბატალიონი და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი მე-18 საუკუნის ისტორიული ფიგურის, შეიხ მანსურის სახელობის ბატალიონი.

ჩეჩენი და ინგუში მებრძოლები ასევე ირიცხებიან უკრაინის მხარეს მებრძოლი სხვადასხვა ბატალიონების რიგებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი