ახალი ამბები

ყირიმში სცემეს სამხედროს, რომელიც Z სიმბოლოს ატარებდა

12 ივლისი, 2022 •
ყირიმში სცემეს სამხედროს, რომელიც Z სიმბოლოს ატარებდა

ანექსირებულ ყირიმში, რომელიც რუსეთის ფედერაციამ უკანონოდ მიიერთა, სამხედრო მოსამსახურეს სცემეს, რადგან უნიფორმაზე სიმბოლო Z ჰქონდა გამოსახული.

რუსული Ria Novosti-ს თანახმად, ძალადობაში ბრალდებულები უკვე დააკავეს.

დაპირისპირების ფაქტი ადგილობრივ სანატორიუმში მოხდა, სადაც სამხედრო ისვენებდა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული არმია საკუთარი ძალების იდენტიფიკაციისთვის სხვადასხვა ლათინურ სიმბოლოს, მათ შორის Z-საც იყენებს.

უკრაინული მხარის ცნობით, ომის საწყის ეტაპზე სიმბოლო Z რუსეთის არმიის აღმოსავლეთ სარდლობის ძალებს გამოხატავდა, თუმცა მოგვიანებით ეს სიმბოლო სრულიად რუსული ჯარების სიმბოლოდ იქცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი