ზელენსკიმ გერმანიაში უკრაინის ელჩი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში უკრაინის ელჩი, ანდრეი მელნიკი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ ბრძანებულება უკვე გამოქვეყნებულია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

მელნიკი, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ცნობილი გახდა როგორც გერმანიის მთავრობის აქტიური კრიტიკოსი.

მან ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს „გაფუჭებული ძეხვი“ უწოდა.

ასევე განაცხადა, რომ უკრაინელი ნაციონალისტი ლიდერი სტეფან ბანდერა არ ხოცავდა ებრაელებსა და პოლონელებს, რასაც ისრაელის ოფიციალური პროტესტი მოჰყვა და მელნიკი ისტორიული ფაქტების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

ანდრეი მელნიკი გერმანიაში ელჩად 2015 წლიდან მუშაობდა.