გალერი კობახიძეს მიუთითებს, რომ კანდიდატის სტატუსისთვის არა ომი, არამედ პირობების შესრულებაა საჭირო

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, თუ “დეკემბრის ბოლომდე საქართველოში ომი დაიწყება, ქვეყანას ევროკავშირის სტატუსი გრანტირებული ექნება”.

ევროპარლამენტარის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება ევროკავშირის პირობების შესრულებითაა შესაძლებელია, ომის გარეშე.

„მნიშვნელოვანია ასეთი სტატუსის მიღება, ევროკავშირის მიერ დაწესებული პირობების შესრულებით, ომის გარეშე. ეს საუკეთესოდ ემსახურება ხალხის და ქვეყანის ინტერესებს“, – დაწერა ტვიტერზე გალერმა.

But this kind of status is worth to receive without a war by fulfilling the requirements the EU has indicated. This serves the people and the country best. https://t.co/CgqfgGg42p

— Michael Gahler (@gahler_michael) July 6, 2022


23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

მანამდე, 17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა თავისი დასკვნა, სადაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობას უყენებს.

გირჩევთ ამ თემაზე წაიკითხოთ: