„ამერიკას ახსოვდეს ალასკა, ჩვენც გვაქვს რაღაც დასაბრუნებელი“ — დუმის სპიკერი

რუსეთის დუმის სპიკერის, ვიაჩისლავ ვოლოდინის თქმით, აშშ-ს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთსაც აქვს დასაბრუნებელი ტერიტორიები, მაგალითად, ალასკა.

„წესიერება არ არის სისუსტე, ჩვენ გვაქვს რაღაც პასუხი. დაე, ამერიკას ყოველთვის ახსოვდეს, რომ იქ არის ტერიტორიის ნაწილი — ალასკა. როცა იწყებენ საზღვარგარეთ ჩვენი რესურსების განკარგვის მცდელობას, სანამ ამას გააკეთებენ, დაფიქრდებიან, რომ ჩვენც გვაქვს რაღაც დასაბრუნებელი“, — განაცხადა მან.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ალასკა რუსეთისგან 1867 წელს, 7,2 მილიონ დოლარად იყიდა.