12 ნაბიჯი ევროკავშირის კანდიდატობისთვის – არასამთავრობო სექტორის გეგმა

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა.

მათი შეფასებით, თუკი პოლიტიკური ნება გამოჩნდა და გეგმა შესრულდა, ქვეყანას შეეძლება ეს სტატუსი 2022 წლის ბოლომდე მიიღოს.

სამოქმედო გეგმა მოიცავს 12 ნაბიჯს და ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მართლმსაჯულება, ადამიანთა უფლებები, „დეოლიქარგიზაცია“, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდა და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც შეიძლება ადვილად განხორციელდეს 2022 წლის ბოლომდე, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. სამოქმედო გეგმა შეიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმების აბსოლუტურ მინიმუმს, რაც აუცილებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.

ხელმომწერი ორგანიზაციები არიან: