დუშეთში, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები ამოვიღეთ – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შშს-თან ერთად, დუშეთში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სათავსოდან ამოიღო სხვადასხვა დასახელებისა და რაოდენობის, სავარაუდოდ, სამხედრო ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილები. ამის შესახებ განცხადება სუს-მა დღეს, 29 ივნისს გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, ამოღებული ნივთებზე დაინიშნა ექსპერტიზა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვას გულისხმობს.