კახეთში ასაკოვან კაცზე იძალადეს, დაკავებულია 2 პირი

კახეთში ასაკოვან კაცზე იძალადეს. „ფორმულას“ ინფორმაციით, შემთხვევის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მათივე ცნობით, თავდასხმის შემდეგ კაცი მძიმე დაზიანებებით თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის გამო დაკავებულია ორი პირი.