ომბუდსმენი პრაიდის კვირეულის უსაფრთხოების დაცვისკენ შსს-ს მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაიცვას პრაიდის კვირეულის ორგანიზატორები და მონაწილეები ძალადობრივი ჯგუფებისგან მოსალოდნელი საფრთხისგან. ამის შესახებ სახალხო დამცველმა განცხადება დღეს, 27 ივნისს გაავრცელა.

ომბუდსმენი განმარტავს, რომ პრაიდის კვირეულში დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიანად და ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ჩატარება მნიშვნელოვანია როგორც ლგბტ+ თემის წევრებისა და მხარდამჭერებისთვის, ასევე, ქვეყნის დემოკრატიული პროცესების წარმართვის მხრივაც.

“აუცილებელია, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს შარშანდელი 5-6 ივლისის მძიმე გამოცდილება და მომდევნო დღეებში სრული ძალისხმევა მიმართოს, რათა დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ჯგუფების ყველა შესაძლო ქმედება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მისაღებად ღონისძიებების გატარებისთვის კონკრეტული დრო აქვს განსაზღვრული და ამ პერიოდში ადამიანების მიერ თავიანთი უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობა დამატებით მნიშვნელობას იძენს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გასულ წელს, 5 ივლისს, ზურაბ მახარაძისა და „ალტ-ინფოს“ სხვა წევრების მიერ ორგანიზებულმა ჯგუფებმა რამდენიმე ლოკაციაზე განახორციელეს ჯგუფური ძალადობა. შედეგად, სხვადასხვა სახისა და ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმა და მედიის წარმომადგენლებმა , ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა ესარგებლათ მშვიდობიანი შეკრება-მანიფესტაციის უფლებით, დაზიანდა სხვადასხვა პირის კუთვნილი ნივთები და ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. სახალხო დამცველის მიერ მიწოდებული მტკიცებულებების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურას სისხლისსამართლებრივი დევნა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების მიმართ არ დაუწყია”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს: