სამების ტაძრის გუნდმა სიქსტის კაპელაში იგალობა

სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა ვატიკანში კონცერტი გამართა.

ღონისძიება სიქსტის კაპელაში გაიმართა. რაც შეეხება ვიზიტს, ის შედგა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და რომის პაპს შორის, გასულ წელს, ვატიკანში  ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე.

ღონისზიება იმითაცაა აღსანიშნავი, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ქართველ მგალობლებს სიქსტის კაპელაში გალობის შესაძლებლობა მიეცათ.

სამების მგალობელთა გუნდმა სიქსტის კაპელაში საკუთარი რეპერტუარიდან რამდენიმე ნაწარმოები შეასრულა, მათ შორის: „ოროველა“, „შენ ხარ ვენახი“, „ჩაკრულო“, „ლილე“, „ოდოია“, „წმიდაო ღმერთო“, „Kyrie Eleison“, „Ave Maria“ (სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ), 121-ე ფსალმუნი (იოსებ ბარდანაშვილი), „შეყვარებულნი ოდეს ქარები“, „წუთისოფელი“, (ზვიად ბოლქვაძე), „ლაშარის გზაზე“, „ეგზერსისი“ (იოსებ კეჭაყმაძე), „მინიატიურები“ (გია ყანჩელი).

კონცერტს, რომის კურიის წარმომადგენლებისა და უმაღლესი დონის სტუმრების გარდა, ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც დაესწრო.

კონცერტის ჩანაწერი:

YouTube video player