ახალი ამბები

თურმე ს*რი არის ჩიტი, მივმართავ სამგორის გამგებელს: ს*რო, ჩამოდი და დაგველაპარაკე – სურგულაძე

21 ივნისი, 2022 • 1155
თურმე ს*რი არის ჩიტი, მივმართავ სამგორის გამგებელს: ს*რო, ჩამოდი და დაგველაპარაკე – სურგულაძე

თბილისში, სამგორის რაიონულ გამგეობასთან გაიმართა აქცია გამგებლის, კახა სამხარაძის გადადგომის მოთხოვნით.

„ჩვენ გვითხრეს, რომ თურმე სიტყვა ს*რი არის ჩიტი, ამიტომ მინდა მივმართო სამგორის გამგებელს – ს*რო, ჩამოდი და დაგველაპარაკე, ან კაბინეტში დაგვპატიჟე“ ,- მიმართა სამგორის გამგებელს აქციაზე პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ.

სურგულაძის თქმით, სამხარაძე მაღალი თანამდებობის პირია და, შესაბამისად, თმენის ვალდებულებაც აქვს. პოლიტიკოსის თქმით, სამგორის გამგებელმა საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს და თანამდებობა დატოვოს:

„ეს ადამიანი არის თანამდებობის პირი, საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირი. მას თმენის მოვალეობა აქვს. უნდა მოიხადოს ბოდიში საჯაროდ, არა სოციალური ქსელებით, არამედ საჯაროდ. მეორე, დაწეროს განცხადება გადადგომაზე და თუ ეს არ მოხდება, კახა კალაძეს მოვთხოვთ გადააყენოს თავისი ე.წ. გუნდის წევრი. ეს ის ხალხია, რომელთათვისაც თავიანთი და ბორინკას კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აცხადებს პარტია „ლელოს“  წევრი ვატო სურგულაძე.

გუშინ, 20 ივნისს, საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანი აქციები გაიმართა.

სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ, 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ ევროპისკენ“ მონაწილეებს აგინა, შემდეგ კი ფეისბუკ პოსტი წაშალა.

„იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ, პასუხი პირადად გამცეთ, მზად ვარ, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ“, – წერია კახა სამხარაძის მიერ გავრცელებულ პოსტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი