ახალი ამბები

რუსმა ჟურნალისტმა ნობელის ჯილდო უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გაყიდა

21 ივნისი, 2022 • 3213
რუსმა ჟურნალისტმა ნობელის ჯილდო უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გაყიდა

ნობელის პრემიის გამარჯვებულმა მშვიდობის დარგში, დიმიტრი მურატოვმა საკუთარი ჯილდო აუქციონზე 103.4 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა.

მიღებული თანხით იგი უკრაინაში, ომისგან იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს დაეხმარება.

მურატოვი რუსული გამოცემა Новая газета-ს რედაქტორია. გამოცემამ რუსეთში მუშაობა 2022 წლის მარტში, უკრაინის ომის გაშუქებისთვის მიღებული გაფრთხილებების შემდეგ შეწყვიტა.

მურატოვმა ნობელის პრემიის მიღება Новая газета-ს 6 ჟურნალისტს მიუძღვნა, მათ შორის, ანა პოლიტკოვსკაიას,  რომელიც რუსეთში 2006 წელს მოკლეს.

უკრაინაში ასი ათასობით ბავშვი რუსული აგრესიის შედეგად დევნილად ან ლტოლვილად იქცა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი