„გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ ხელისუფლებას მიმართავს

მოძრაობა „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ ეხმაურება ევროკომისიის რეკომენდაციებს ევროკავშირის საბჭოს მიერ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების თაობაზე.

განცხადების ხელმომწერები აცხადებენ, რომ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მიმართ კომისიის მოსაზრებები უკიდურესად კრიტიკულია და, უკრაინისა და მოლდოვისაგან განსხვავებით, არ შეიცავს რეკომენდაციას წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებასთან დაკავშირებით.

მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება მიმდინარე პროცესისადმი და მიზანმიმართული, დამაზიანებელი ნაბიჯები ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ძირს უთხრიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას – ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი:

„მიუხედავად შექმნილი მძიმე მდგომარეობისა, ევროკავშირი არ აპირებს ქართველი ხალხის მიტოვებას და ამის დასტურია ის ჩამონათვალი, რომელთა შესრულების შემთხვევაში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მიღება გარანტირებული იქნება. 24 ივნისამდე ჯერ კიდევ არის შანსი, ხელისუფლების უმაღლესმა კონსტიტუციურმა ორგანოებმა სწრაფად გადადგან ნაბიჯები შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად და ამით ძლიერი გზავნილი გაუგზავნონ ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებს, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების წინ“ ,- აცხადებენ განცხადების ხელმომწერები.

მათი თქმით, ევროკომისიის მოსაზრების თანახმად, რომელიც ასახავს საქართველოში არსებულ რეალობას, კანდიდატობის სტატუსის მიღებისთვის აუცილებელია:

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს, გამოავლინონ მზაობა ზემოხსენებული საკითხების გადასაწყვეტად და გადავიდნენ მოქმედებაზე, რათა 24 ივნისამდე უზრუნველყონ კონკრეტული ინიციატივების მიღება და ძირითადი დამაბრკოლებელი ბარიერების მოხსნა. თავის მხრივ კი მზად არიან, სახელმწიფო ორგანოებს გადასცენ მათ მიერ წლების მუშაობის შედეგად შექმნილი ცვლილებების პაკეტები.