უკრაინა: ჰარპუნით გავანადგურეთ რუსული საბუქსირე გემი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინულმა ფლოტმა გაანადგურა რუსული სამაშველო-საბუქსირე გემი „Spasatel Vasily Bekh“.

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს თანახმად, უკრაინულმა მხარემ  Harpoon-ის სარაკეტო სისტემის საშუალებით გემი კუნძულ ზმეინთან ახლოს გაანადგურა.

თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, გემს პერსონალი კუნძულ ზმეინზე გადაჰყავდა. ის დატვირთული იყო იარაღითა და ამუნიციით.

„მოსკვა არასდროს იქნება მარტო“, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

Russian Black Sea tug Vasily Bekh (SB-739) is hit by what appears to be a Ukrainian antiship cruise missile pic.twitter.com/92so7ItWO7

— OSINTtechnical (@Osinttechnical) June 17, 2022

„Harpoon“ ამერიკული ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემაა, რომლის გამოყენებაც ყველა ამინდშია შესაძლებელი.

რაკეტის გაშვება შესაძლებელია თვითმფრინავებიდან, გემებიდან, წყალქვეშა ნავებიდან და სანაპირო დაცვის ბატარიებიდან.