ბაქოს პოლიციამ დააკავა ბაქოში მცხოვრები 67 წლის ალექსანდრ საპრიკინი, რომელმაც, პოლიციის მტკიცებით, 13 ივნისს “იჩერიშეხერის” ისტორიულ შენობაზე დახატა უკრაინაში რუსეთის “სამხედრო ოპერაციის” მხარდამჭერი სიმბოლო Z .
აზერბაიჯანული მედიის, Minval.Az-ის ცნობით, ბრალდებულს ადმინისტრაციული წესით გაასამართლებენ.
უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ რუსეთი “სამხედრო ოპერაციის” მხარდასაჭერად სიმბოლო Z-ს იყენებს. Z-მა სიმბოლური დატვირთვა შეიძინა და რუსული შოვინიზმისა და იმპერიალიზმის გამოხატულებად იქცა, რის გამოც მათი გამოყენება ბევრ ქვეყანაშია აკრძალული.