მიეცით კანდიდატობა უკრაინა-მოლდოვას, იმუშავეთ, რომ საქართველოსაც მიენიჭოს – პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები

ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფების ლიდერებმა საერთო განცხადება მიიღეს 23-24 ივნისის შეხვედრისათვის, სადაც წევრი სახელმწიფოები საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს გადაწყვეტენ.

„მტკიცედ მოგმართავთ, მიანიჭოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად და დამსახურების საფუძველზე, და იმუშაოთ, რათა მიენიჭოს იგივე სტატუსი საქართველოს, რითაც აღსრულდება ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები“, – მიმართავენ პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს.

პოლიტიკური ჯგუფების ლიდერების ეს განცხადება ცვლილებებით იქნა მიღებული. თავდაპირველ ვერსიაში პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები მოუწოდებდნენ სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ.

მიღებულ ტექსტში ასევე წერია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, „ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს გამბედაობა“ და „უნდა იყოს სანდო პარტნიორი და სანდო გეოპოლიტიკური აქტორი, რომელიც იცავს თავის პრინციპებსა და ღირებულებებს სოლიდარობის გამოხატვით მათ მიმართ, ვინც მხარს უჭერს იმავე იდეალებს.

 

text adopted but with an important difference: it appeals for candidate status for #Ukraine & #Moldova but for #Georgia there is “work towards granting the same status”. of course this is still non-binding on EU member states. https://t.co/dADD2fhfK0

— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) June 9, 2022

ევროპარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.