ახალი ამბები

დაწყებულია რუსეთთან ინტეგრაცია – დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი

9 ივნისი, 2022 •
დაწყებულია რუსეთთან ინტეგრაცია – დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი

რუსეთის მიერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ახალი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის, ვიტალი ხოცენკოს განცხადებით, დაწყებულია რუსეთთან ინტეგრაციის სამუშაოები.

სეპარატისტმა ლიდერმა ეს განცხადება რუსულ „Россия 24-ის“ ეთერში გააკეთა.

მისი განცხადებით, დონეცკის სახალხო რესპუბლიკა ყველაფერს აკეთებს, რათა დაუახლოვდეს რუსულ საკანონმდებლო სივრცეს.

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა უკრაინაში ომის დაწყების წინ აღიარა.

მკვლევრების შეფასებით, ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის შემდეგ, რუსეთი შეეცდება დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის ოლქებისა და ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილის ანექსიასაც.

ამჟამად რუსეთი დონეცკის ოლქის დაახლოებით 60 პროცენტს აკონტროლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი