ახალი ამბები

ევროკომისია საქართველოსთვის არალეტალური სამხედრო მხარდაჭერის ზრდას გეგმავს

8 ივნისი, 2022 •
ევროკომისია საქართველოსთვის არალეტალური სამხედრო მხარდაჭერის ზრდას გეგმავს

ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სფეროში უსაფრთხოებისა და თავდაცვის საერთო პოლიტიკის შემუშავების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ კომისია გეგმავს, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის გაზარდოს არალეტალური სამხედრო დახმარება.

„ჩვენ შეთავაზებული გვაქვს არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდა საქართველოსა და მოლდოვის სასარგებლოდ.

ეს ხელს შეუწყობს ლოჯისტიკის, კიბერუსაფრთხოების, სამხედრო-სამედიცინო, საინჟინრო და მობილურობის შესაძლებლობების გაზრდას.

საბჭოს მიერ ივლისში დასამტკიცებლად [თანამშრომლობის პაკეტს] ივნისში წარვადგენთ“, – განაცხადა ვალდის დომბროვსკისმა.

უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და გავაძლიერებთ კავშირებს მათთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი