საგურამოში ძლიერი ნალექის შედეგად გზა დაიტბორა

საგურამოში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად საავტომობილო გზები დაიტბორა. გზების ნაწილზე ნიაღვარმა ქვა-ღორღი ჩამოშალა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

გარეკანის ფოტო: FB/ჩემი ქალაქი მკლავს