ახალი ამბები

ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 263 ბავშვი მოკლეს – უკრაინის პროკურატურა

7 ივნისი, 2022 •
ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 263 ბავშვი მოკლეს – უკრაინის პროკურატურა

უკრაინის პროკურატურის თანახმად, ქვეყანაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, სულ მცირე, 263 ბავშვი მოკლეს.

პროკურატურის თანახმად, ეს რიცხვი საბოლოო არაა და მოსალოდნელია, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების შემდეგ კვლავ გაიზარდოს.

საომარი მოქმედებების შედეგად 467 ბავშვია დაშავებული.

რუსეთის მიერ უკრაინის მუდმივი დაბომბვის შედეგად, დაზიანდა 1940 სასწავლო ნაგებობა, მათ შორის სრულიად განადგურდა 184.

უკრაინაში ტერიტორიული წინსვლისთვის რუსეთი  შემდეგ სტრატეგიას იყენებს – რუსული ჯარები თავდაპირველად არტილერიისა და საჰაერო ძალების გამოყენებით ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს, ხოლო მოგვიანებით, ცოცხალი ძალითა და ჯავშანტექნიკით ცდილობენ ტერიტორიის დაკავებას.

წინასწარი დაბომბვები მიზნად ისახავს დასახლებების იმგვარ დაზიანებას, რომ მათი გამაგრება შეუძლებელი გახდეს.

ასეთი ბრძოლების დროს განსაკუთრებით დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი