ახალი ამბები

რუსული დაბომბვების შედეგად, სვიატოგორსკის მონასტერი იწვის

4 ივნისი, 2022 •
რუსული დაბომბვების შედეგად, სვიატოგორსკის მონასტერი იწვის

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ცნობით, რომელიც ჯერ-ჯერობით რუსეთის საპატრიარქოს ექვემდებარება, დაბომბვების შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა სვიატოგორსკის ლავრას.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცეცხლა სრულიად მოიცვა მონასტრის მთავარი ტაძარი.

გუშინ 3 ივნისს, დაბომბვების შედეგად დაიღუპა მონასტრის ოთხი მსახური და დაიჭრა ოთხი.

სვიატოგორსკის ლავრა ომის დაწყების შემდეგ მშვიდობიანი მოქალაქეების თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა იგი უკვე არაერთხელ დაიბომბა. დაბომბვების შედეგად, პირველ ივნისს დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქეც, რომლებიც თავს მონასტერს აფარებდნენ.

მონასტერი მე-16 საუკუნეში აშენდა. იგი აღმოსავლეთ უკრაინაში, მდინარე ჩრდილოეთის დონეცის სანაპიროზე მდებარეობს.

ამჟამად რუსული საოკუპაციო ძალები სწორედ ამ ტერიტორიების დაკავებას ცდილობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი