ივლისიდან საბურთალოს 30 ქუჩაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ცნობით, 2022 წლის პირველი ივლისიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება საბურთალოსა და ისნის რაიონებშიც ამოქმედდება.

საბურთალოს ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება შემდეგ ქუჩებზე:

სად შეიძლება რეგისტრაცია

მერიის თანახმად, იმისათვის, რომ მოსახლეობამ შეძლოს რეგისტრაციის გავლა შესაბამის მისამართებზე, პირველი ივნისიდან პარკირების ჯიხურები საბურთალოს ტერიტორიაზე განთავსებული იქნება შემდეგ მისამართებზე:

ისანი

მერიის ცნობით, ისნის რაიონში, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, მეველეს ქუჩაზე, ასევე ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირება.

მერიის თანახმადვე, აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები დარეგისტრირებას შეძლებენ მეველის ქუჩა 𝐍𝟕/𝟗-ში განთავსებულ ჯიხურში.