ლუვრში მონა ლიზას ტორტი ესროლეს

ლუვრის მუზეუმში მონა ლიზას ტორტი ესროლეს. როგორც MARCA წერს, ნახატს ტორტის კრემი კაცმა წაუსვა, რომელიც მოხუცი ქალის სამოსში იყო გადაცმული.

ტორტი შუშის ბარიერს მოხვდა, რომელიც ნახატს იცავს. გამოცემა წერს, რომ მოხუცი ქალის ფორმაში გადაცმული კაცი პარიკს ატარებდა და მუზეუმში ეტლით შევიდა. შემთხვევის შედეგად არ დაზიანებულა მე-16 საუკუნეში ლეონარდო და ვინჩის მიერ შესრულებული ტილო. კაცი, რომელმაც მონა ლიზას ტორტი ესროლა, შენობიდან ლუვრის დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

Maybe this is just nuts to me💀but an man dressed as an old lady jumps out of a wheel chair and attempted to smash the bullet proof glass of the Mona Lisa. Then proceeds to smear cake on the glass, and throws roses everywhere all before being tackled by security. 😂??? pic.twitter.com/OFXdx9eWcM

— Lukeee🧃 (@lukeXC2002) May 29, 2022

ესპანური გამოცემა El País წერს, რომ ახალგაზრდა კაცის მოტივაცია უცნობია, თუმცა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ისმის, რომ ის პლანეტის დაცვას ითხოვს:

„იფიქრეთ დედამიწაზე, არსებობენ ადამიანები, რომლებიც დედამიწას ანადგურებენ. ყველა არტისტმა უნდა იფიქროს დედამიწაზე“, – აცხადებს კაცი, რომელიც ინციდენტშია ეჭვმიტანილი.

Aquí el momento en que se llevan a quien le aventó un pastel a la Monalisa.pic.twitter.com/HBayMOdcKV

— Alejandro Alemán (@elsalonrojo) May 29, 2022

გამოცემა წერს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ნახატის დაზიანება ან მოპარვა სცადეს. „მარკა“ წერს, რომ 1950-იან წლებში კაცმა ტილოს შეასხაგოგირდის მჟავა, რამაც ნახატის დაზიანება გამოიწვია, ბოლივიელმა სტუდენტმა კი წარსულში ტილოს ქვები დაუშინა. ინციდენტს ადგილი ჰქონდა 2009 წლის ზაფხულშიც, როცა რუსმა ტურისტმა ტილოს ჩაით სავსე ჭიქა ესროლა.