Goodfellas-ის ვარსკვლავი, მსახიობი რეი ლაიოტა გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი, მარტინ სკორსეზეს ფილმ „კარგი ბიჭების“ ვარსკვლავი, რეი ლაიოტა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა წარმომადგენლებმა დაუდასტურეს გამოცემა „გარდიანს“.