რამზან კადიროვი პოლონეთს ემუქრება

ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი პოლონეთს ემუქრება. ვიდეო-მიმართვაში ვლადიმერ პუტინის მოკავშირე აცხადებს, რომ უკრაინის საკითხი უკვე დახურულია და ახლა ის „პოლონეთითაა დაინტერესებული“.

კადიროვი აცხადებს, რომ თუ ბრძანება იქნება, უკრაინის შემდეგ ექვს წამში უჩვენებენ პოლონეთს, თუ რისი გამკეთებლები არიან. კადიროვი პოლონეთს მოუწოდებს „უკან წაიღონ თავიანთი იარაღი“ წინააღმდეგ შემთხვევაში, თავდასხმით ემუქრება.

Poland, Ramzan Kadyrov has set his eyes on you

(with subtitles, including all ‘dons’ for purposes of accuracy) pic.twitter.com/nSOq9BNQjn

— Francis Scarr (@francis_scarr) May 25, 2022

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ ომს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად იქცა. მიწასთან არის გასწორებული არაერთი უკრაინული ქალაქი. ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება უკრაინის სხვადასხვა რეგიონში.