ახალი ამბები

არტისტი დეივიდ დათუნა გარდაიცვალა

24 მაისი, 2022 • 1225
არტისტი დეივიდ დათუნა გარდაიცვალა

აშშ-ში მცხოვრები ქართული წარმომავლობის არტისტი, დეივიდ დათუნა გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.

დეივიდ დათუნა ძირითადად მუშაობდა მინასთან. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი მან უკრაინას მიუძღვნა. მანამდე კი ამავე მეთოდით დაამზადა საქართველოს დროშა, როგორც არტისტმა მაშინ განმარტა – „ჩემი დროშა – ეს არის ჩემი ხარკი ქართველი ერისათვის“.

 

View this post on Instagram

 

A post shared by David Datuna (@david_datuna)

დევიდ დათუნა წარმოშობით საქართველოდანაა, ის დაიბადა 1974 წელს თბილისში. 1999 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა აშშ-ში. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება.

არტისტმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპვა მას შემდეგ, რაც წებოვანი ლენტით მიკრული  ბანანი, რომელიც მაურიციო კატელანის არტ-ინსტალაცია იყო, გამოფენაზევე შეჭამა.

“ეს არის პერფორმანსი სახელად “მშიერი არტისტი,“ – თქვა ბანანის ჭამისას დეივიდ-დათუნამ

$120-ათასიანი ბანანი გამოფენაზე ქართველმა არტისტმა შეჭამა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი