პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა უკრაინაში ჩავიდა, სადაც უმაღლესი რადის წინაშე გამოვა სიტყვით. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დუდა პირისპირ შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. რაც შეეხება რადაში გამოსვლას, პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა, იაკუბ კუმოჩმა განაცხადა, რომ დუდა საკუთარ გამოსვლაში აუცილებლად ისაუბრებს პოლონეთ-უკრაინის ისტორიაზე, თუმცა გამოსვლაში მთავარი იქნება “უკრაინის და ევროპის დასაცავად მებრძოლი ადამიანებისთვის პატივის მიგება”.
ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს პოლონეთის პრეზიდენტის მესამე ვიზიტია უკრაინაში. ის მეზობელ ქვეყანას ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 23 თებერვალს ეწვია, მოგვიანებით კი ომის მიმდინარეობისას 13 აპრილს ჩავიდა.