ფოთში ავტოავარიას მოზარდი ემსხვერპლა

ფოთში მომხდარ ავტოავარიის შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა.

მას მანქანა იმ დროს დაეჯახა, როდესაც ველოსიპედით გადაადგილდებოდა.

ადგილობრივი ტელეკომპანია “მეცხრე ტალღა” ციტირებს ფოთის ჰოსპიტლის დირექტორს, თეა მიგინეიშვილს, რომელიც ამბობს, რომ მოზარდი “სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით” მიიყვაენს კლინიკაში.

“…მას ჩაუტარდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა”, — დასძენს მიგინეიშვილი.

“ნეტგაზეთი” გამოძიებასთან დაკავშირებულ დეტალებს შსს-ში არკვევს.