ხომ არ დგას გარიგების უკან შეთანხმება სანქციების გვერდის ავლაზე? – გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტარი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, თუკი მთავრობა, – მას შემდეგ, რაც სანქცირებული რუსი ოლიგარქისგან, მიხაილ ფრიდმანისგან „ბორჯომის“ წილების ნაწილს უსასყიდლოდ მიიღებს, – კომპანიის ამ წილებს აუქციონზე გაიტანს, პროცესთან დაკავშირებულ დეტალებს გაასაჯაროვებს და კითხვებს პასუხს გასცემს.

რა ხდება

სანქციების ფონზე, „ბორჯომის“ რუსმა ინვესტორმა საწარმოო პროცესი შეაჩერა. ამის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მალე დააანონსებმა „სასიამოვნო სიახლეს“ „ბორჯომთან“ დაკავშირებით.

19 მაისს კომპანია „აი დი ეს ბორჯომი – საქართველომ“ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების შემდეგ, მისმა მაკონტროლებელმა კომპანიამ მთავრობას წარუდგინა ოფიციალური წინადადება წილების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.

ეს ნაბიჯი, კომპანიის განცხადებით, საქართველოს მთავრობას საერთაშორისო კომპანიის მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს, ხოლო „IDS ბორჯომი საქართველო“ ქარხნებში საწარმოო პროცესის აღდგენასა და ეკონომიკური საქმიანობის განახლებას შეძლებს.

რა გადაეცემა მთავრობას

ჯერჯერობით კომპანიასა და მთავრობას არ დაუზუსტებიათ, თუ რა ოდენობის წილები გადაეცემა მთავრობას.

რომან გოცირიძე ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ, საუბარი იქნება 11%-ზე, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად „ბორჯომის“ მფლობელი კომპანიის წილების 60% მიხაილ ფრიდმანს, 40% კი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ეკუთვნის, ხოლო პრობლემების მოსახსნელად საჭიროა ფრიდმანის წილის შემცირება იმ ზომამდე, რომ მას საკონტროლო პაკეტი (ანუ 51%) არ ჰქონდეს.

გოცირიძის კითხვები

„თავისთავად „ბორჯომის“ ამუშავება, რა თქმა უნდა, კარგი საქმეა, მაგრამ ეს გარიგება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს“, – წერს რომან გოცირიძე და ამ კითხვებს ჩამოთვლის:

რომან გოცირიძის განცხადებით, ამ ეჭვების გასაფანტად მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიტანოს აუქციონზე გასაყიდად უკვე მის საკუთრებაში არსებული „ბორჯომის“ წილი და არ გააფორმოს წილის გადაცემის შესახებ ხელშეკრულება კონფიდენციალური ფორმით და მისი ყველა ნაწილი გაასაჯაროვოს.

გირჩევთ ასევე წაიკითხოთ: