ახალი ამბები

ხარკოვის ოლქში კიდევ ერთი სოფელი გავათავისუფლეთ – უკრაინა

18 მაისი, 2022 • 1874
ხარკოვის ოლქში კიდევ ერთი სოფელი გავათავისუფლეთ – უკრაინა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში, რომელიც ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ, კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს.

„ჩვენი ძალების შეტევის შედეგად, დემენტიივკას დასახლება განთავისუფლდა. მტერი ცდილობს შეტევას სოფელ ტერნოვთან, ბრძოლები გრძელდება“, – ნათქვამია უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომის დაწყებიდან მალევე, ხარკოვის ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსული ოკუპაციის პირობებში აღმოჩნდა, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა შეძლეს ქალაქზე რუსული ალყის მოხსნა, ასევე გაათავისუფლეს ხარკოვის ჩრდილოეთით მდებარე სოფლები.

ხარკოვის ოლქში, რიგ მიმართულებებზე, უკრაინელებმა რუსეთის საზღვრამდეც კი მიაღწიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი