აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. დახურული შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საუბარი ნიკა გვარამიას დაკავებას შეეხო. „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი გაბუნიას თქმით, შეხვედრის მონაწილეებმა აშშ-ის ელჩს სთხოვეს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის:
„რაც შემიძლია ვთქვა და გავიმეორო, მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენთვის ახლა პრინციპულად დგას ეს არის ნიკას თავისუფლება. ჩვენ რა თქმა უნდა, ვთხოვეთ ელჩს და მისი სახით აშშ-ს მათ გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რომელიც მათ ხელთაა რომ ნიკა და მისი სახით მედია გათავისუფლეს. ჩვენ ყველა ვხვდებით, რომ ამერიკას შეუძლია განახორციელოს შესაბამისი ზეწოლა“ – ამბობს გიორგი გაბუნია.
რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, – რომელიც ამჟამად „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორია, – 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
იგი პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლო დარბაზშივე დააკავეს და საპატიმროში გადაიყვანეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ გამოაცხადა. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, რასაც დაცვის მხარე აბსურდულს უწოდებს.
ნახეთ ვრცლად: რის გამო დააპატიმრეს გვარამია — მოკლედ