ახალი ამბებირეკლამა

ინტელიექსპრესი შორეული აზიის ქვეყნებში ფულადი გზავნილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამგზავნი სისტემაა

18 მაისი, 2022 • 1635
ინტელიექსპრესი შორეული აზიის ქვეყნებში ფულადი გზავნილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამგზავნი სისტემაა

ერთადერთი ქართული ფულადი გზავნილების საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი მრავალი წელია წარმატებით მუშაობს აზიის მიმართულებით. ინტელიექსპრესი ოპერირებს: ფილიპინებში, ბანგლადეშში, პაკისტანში, ნეპალში, ინდონეზიაში, შრი-ლანკასა და ინდოეთში. იგი აზიის ყველა ჩამოთვლილ ქვეყანაში პირდაპირაა წარმოდგენილი.

სისტემას აქვს სრული დაფარვა და საკუთარ სერვისს სთავაზობს აგენტ ბანკებს, პარტნიორ სისტემებსა და ორგანიზაციებს. ინტელიექსპრესი მომხმარებლებს გზავნილებს კონკურენტული ტარიფითა და საუკეთესო კურსით სთავაზობს. აზიის მიმართულებით კი სწრაფი ფულადი გზავნილების გარდა საბანკო გადარიცხვებიც ხორციელდება.

ინდოეთი ინტელიექსპრესისთვის ყველაზე ახალი აზიის მიმართულებაა. აქ ინტელიექსპრესის სისტემა 2021 წლიდან ფუნქციონირებს. ინდოეთი ფულადი გზავნილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმღები მიმართულებაა, უკვე რამოდენიმე წელია იგი ამ კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. ამიტომ, ინტელიექსპრესისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ბაზარზე შესვლა. ინდოეთის მიმართულებით ფულადი გზავნილები ინტელიექსპრესის სისტემით ძირითადად გაერთიანებული საამიორებიადან, ისრაელიდან, საბერძნეთიდან, საქართველოდან და დიდი ბრიტანეთიდან იგზავნება. 

აზიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა ფილიპინებია, სადაც ინტელიექსპრესი ბოლო 14  წელია ოპერირებს და პარტნიორთა საკმაოდ ფართო ქსელითაა წარმოდგენილი, რაც მომხარებლისთვის სრულ დაფარვას და მაღალ ცნობადობას ნიშნავს. ფილიპინები გზავნილების მიმღებ ქვეყნებში მეოთხე ადგილს იკავებს მსოფლიოს მასშტაბით.

ინტელიექსპრესის სისტემაში ჩართულია ფილიპინების ბაზარზე მოქმედი დიდი ბანკები, ყველა ფინანსური ინსტიტუტი, სადაც ფულადი გზავნილების სერვისია ხელმისაწვდომი, ინტელიექსპრესის ქსელი ფილიპინებში მოიცავს განაღდების 15 000-ზე მეტ წერტილს ათასობით ფილიპინელი ემიგრანტი, სხვადასხვა ევროპის ქვეყნებიდან (მათ შორის საქართველოდან) სარგებლობენ ინტელიექსპესის სერვისით. საბერძნეთიდან ფილიპინების მიმართულებით გზავნილების 35% სწორედ ინტელიექსპრესის საშუალებით იგზავნება. ფილიპინებში სწრაფი ფულადი გზავნილის გარდა ინტელიექსპრესი ახორციელებს საბანკო ჩარიცხვებს და კომუნალურ გადახდებს, ასევე აქვს სხვადასხვა ადგილობრივი სერვისი.

მნიშვნელოვანი მიმართულებაა ინტელიექსპრესისთვის პაკისტანი. პაკისტანი ფულადი გზავნილების მიმღები ქვეყნების ათეულში შედის. აქ ინტელიექსპრესის სისტემით გზავნილების ძირითადი ნაკადი ევროპის ქვეყნებიდან და დსთ-დან. ასევე დიდია გზავნილების მოცულობა თურქეთიდან, იტალიიდან და საქართველოდან. 

ინდონეზიაში ინტელიექსპრესი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბანკთან და ყველაზე ცნობილ ადგილობრივ ფოსტასთან თანამშრომლობს. სისტემის პარტნიორებს აქვთ საკმაოდ ფართო და ხელსაყრელი ქსელი, 4000-ზე მეტი განაღდების წერტილი. ინტელიექსპრესი სრულად ფარავს ინდონეზიის მთელ ტერიტორიას.  ინდონეზიაში, ისევე როგორც აზიის სხვა ქვეყნებში, შესაძლებელია საბანკო ანგარიშზე სწრაფი გადარიცხვები. ქვეყნის მიმართულებითაც გზავნილების მზარდი ნაკადია საბერძნეთიდან, იტალიიდან და თურქეთიდან.

ინტელიექსპრესის ქსელი სრულად ფარავს ნეპალს, აქვს 15000-მდე განაღდების წერტილი. გზავნილები ძირითადად იგზავნება კვიპროსიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან, მათ შორის საქართველოდან. 

შრი-ლანკაში კი განსაკუთრებით დიდია გზავნილების მოცულობა ისრაელიდან და კვიპროსიდან. კვიპროსში ინტელექსპრესს ფილიალების საკუთარი ქსელი აქვს. შრი-ლანკაშიც მომხმარებლებს ორი ტიპის გზავნილის განხორციელება შეუძლიათ სწრაფი ფულადი გზავნილისა და საბანკო ჩარიცხვის. 

ინტელიექსპრესი სრულად ფარავს ბანგლადეშსაც. თანამშრომლობს 3 ბანკთან. ამ მიმართულებით გზავნილები ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან და დსთ-ს წევრი სახელმწიფოებიდან იგზავნება. ასევე არის გზავნილების ნაკადი საქართველოდანაც.

საერთაშორისო ფულადი გზავნილების სისტემა ინტელიექსპრესის ფილიალები საქართველოს გარდა დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთში, თურქეთში, იტალიასა და კვიპროსშიც მდებარეობს, სადაც ქართველი თანამშრომლების გარდა ინტელიექსპრესის გუნდის წევრები ფილიპინელი, პაკისტანელი და ინდონეზიელი თანამშრომლებიც არიან, რაც მეტ საიმედოობასა და მოქნილობას აძლევს სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლებს ინტელიექსპრესის ფილიალებში. 

საქართველოში ინტელიექსპრესის სისტემით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სისტემის ფილიალებიდან, ისე ნებისმიერი ბანკიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი