სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის [КГБ] სასაზღვრო სამსახურის ცნობით, უკანონო გადაადგილებისა და კონტრაბანდის აღკვეთის მიზნით “იგეგმება სამხრეთოსური და ქართული სახელმწიფო საზღვრის კეთილმოწყობის ცალმხრივი სამუშაობების ჩატარება”.
“ამჟამად სამუშაოები ტარდება ცხინვალის რაიონის დასახლებულ პუნქტ ხელჩუასთან 700 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება კანონმდებლობასთან მკაცრი შესაბამისობით, ასევე, საყოველთაოდ მიღებული საერთაშორისო ნორმებით. უპირველეს ყოვლისა, მისი მიზანია ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სახელმწიფო საზღვარზე უკანონო გადაადგილების აღკვეთა. აღნიშნული ასპექტების გათვალისწინებით, დესტრუქციულად მიგვაჩნია ცალკეული პირების მოქმედება, რომელთა ინტერესშიც შედის კონტრაბანდა და სხვა უკანონო საქმიანობა, რაც ხელს უშლის სასაზღვრო უწყებების მუშაობას”.
კონკრეტულად რა ტიპის ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს ოსური მხარე აღნიშნულ მონაკვეთზე, დაკონკრეტებული არ არის.