სასამართლო, მედიის თავისუფლება… – რაზე ისაუბრა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ღარიბაშვილთან

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის, თუმცა სხადასხვა მიმართულებით რეფორმები ქვეყნის ევროპული გზისთვის გადამწყვეტი იქნება.

ამის შესახებ ევროპარლემენტის პრეზინდეტმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დღეს, 17 მაისს, გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„კარგი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან. საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. რეფორმები სასამართლო სისტემაში, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება, LGBTIQ+ და ადამიანის უფლებებში რჩება გადამწყვეტად ქვეყნის ევროპული გზისთვის.
ჩვენ ვიქნებით ერთიანი უკრაინის მხარდაჭერაში“, – დაწერა მეცოლამ ტვიტერზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრების მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.