ახალი ამბები

კუნძულ ზმეინისთან დავაზიანეთ კიდევ ერთი რუსული ხომალდი – უკრაინა

13 მაისი, 2022 •
კუნძულ ზმეინისთან დავაზიანეთ კიდევ ერთი რუსული ხომალდი – უკრაინა

უკრაინა აცხადებს, რომ შავ ზღვაში, კუნძულ ზმეინისთან დააზიანეს კიდევ ერთი რუსული ხომალდი – „ვსევოლოდ ბობროვი“

ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს როგორც ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰეი ბრატჩუკი, ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი.

„ჩვენი სამხედროების ქმედების წყალობით, ხანძარი გაჩნდა ლოჯისტიკურ ხომალდ „ვსევოლოდ ბობროვზე“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ახალია რუსულ ფლოტში“, – ამბობს ბრატჩუკი.

უკრაინული მხარის ცნობითვე, რუსულ ხომალდს კუნძულ ზმეინიზე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის განსათავსებლად იყენებდნენ.

ხომალდი „ვსევოლოდ ბობროვი“, რომელსაც ცნობილი რუსი ჰოკეისტის სახელი ჰქვია, 2016 წელს ჩაეშვა წყალში. მას 3 წლის განმავლობაში აშენებდნენ. რუსეთის ინფორმაციით, მისი სიგრძე 95 მეტრია, ხოლო სიგანე — 22 მეტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი