ახალი ამბები

პუტინი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება – აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი

11 მაისი, 2022 • 1959
პუტინი ხანგრძლივი ომისთვის ემზადება – აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის (DNI) ხელმძღვანელი ავრილ ჰაინსი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სავარუადოდ, უკრაინაში ხალნგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც კვლავ შეეცდება დონბასის მიღმა უკრაინის სხვა ტერიტორიების ხელში ჩაგდებასაც. ჰაინსის ამ განცხადებას The Guardian ავრცელებს.

“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პუტინის სტრატეგიული მიზნები, სავარაუდოდ, არ შეცვლილა და მარტის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსეთის ძალები დონბასზე ფოკუსირდება, მხოლოდ დროებითი ცვლილებაა ინიციატივის მოსაპოვებლად”, – განაცხადა ჰაინსმა.

მისი თქმით, პუტინის მოკლევადიანი სამხედრო მიზანია დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დაპყრობა და მათ გარშემო ბუფერული ზონის შექმნა. ასევე, ყირიმამდე სახმელეთო გზაზე კონტროლის გაძლიერებისთვის და ხერსონის ოლქის დასაკავებლად, რუსეთის კიდევ ერთი მოკლევადიანი მიზანია ჩრდილოეთის მხრიდან უკრაინული ძალების ალყაში მოქცევაც.

The Guardian-ის ცნობით, აშშ-ის დაზვერვა ასევე მიიჩნევს, რომ შესაძლოა პუტინს სურდეს სახმელეთო გზის გაჭრა დნესტრისპირეთამდე, რითაც უკრაინის შავი ზღვის სანაპიროს სრულად გააკონტროლებს.

“მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა რუსეთის ძალებმა უახლოეს თვეებში გარკვეულ მიზნებს მიაღწიონ, ჩვენ გვჯერა, რომ ისინი სახმელეთო გზაზე, რომელიც გადაჭიმულია დნესტრისპირეთამდე და მოიცავს ოდესას, მობილიზაციის გარეშე კონტროლს ვერ გააძლიერებენ, ასევე, სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი შეძლებენ კონტროლის დამყარებას ორ ოლქზე (ლუგანსკი, დონეცკი) და ბუფერული ზონის შექმნას მომავალ კვირებში”, – განმარტავს ჰაინსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი