მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა

თბილისის მერიის განცხადებით, მეტროს პირველ ხაზზე დაფიქსირებული ხარვეზი აღმოფხვრილია და მოძრაობა სრულად აღდგენილია:

„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. შეფერხება გამოიწვია მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა. ადგილზე ოპერატიულად იმუშავა შესაბამისი სამსახურის ჯგუფმა და ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა. ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება“ – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მანამდე, რამდენიმე წუთის განმავლობაში თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო.