გერმანიის პრეზიდენტის, ფრენკ-უოლტერ შტაინმაიერის ოფისი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტი შტაინმაიერი და კანცლერი ოლაფ შოლცი კიევში მიიწვია.

ამასთან, პრეზიდენტი ზელენსკი ტვიტერზე წერს, რომ „კარგი, კონსტრუქციული, მნიშვნელოვანი საუბარი“ ჰქონდა პრეზიდენტ შტაინმაიერთან.

ამ საუბარსა და განცხადებებს წინ უძღოდა შტაინმაიერის განცხადება, რომლის თანახმადაც მას უკრაინული მხარისგან უარი ეთქვა კიევში ვიზიტზე.

„დოიჩე ველეს“ გერმანიის მთავრობაში წყარომ განუცხადა, რომ „წარსულის გაუგებრობა გარკვეულია“.