სასკოლო ექსკურსიების წესები მკაცრდება

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მკაცრდება სასკოლო ექსკურსიებზე წასვლის წესები. კერძოდ, ისაზღვრება 150-კილომეტრიანი რადიუსი, რომლის გარეთაც იზღუდება მოსწავლეების ექსკურსიაზე წაყვანა. ასევე განისაზღვრა ადგილები, რომლის მიმდებარედაც ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები არ უნდა მოხვდნენ, მათ შორის მდინარეები, წყალსაცავები და სხვა.

ამასთან, მკაცრდება უშუალოდ ტრანსპორტირების კონტროლი და იზღუდება ექსკურსიებზე ღამისთევით წასვლა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ასევე შედის შემდეგი ცვლილებები:

განათლების სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნული რეკომენდაციები უკვე გადაეცათ სკოლებს, შესაბამისად, მათი შესრულება საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უკვე უნდა დაიწყონ. სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულ ცვლილებებს რეკომენდაციის სახე აქვს.