ICR რე|ბანკის პარტნიორი გახდა

ICR უკვე რე|ბანკის პარტნიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ICR-ის ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ასევე ავეჯის და სახლის აქსესუარების ბრენდულ მაღაზიებში, საქართველოს მასშტაბით, ტოპ|ქარდით გადახდისას დანახარჯი თვეებზე გადანაწილდება ყოველგვარი გაძვირების გარეშე, ეფექტურ 10 %-ად. ICR-ის ბრენდული მაღაზიები, სადაც ტოპ|ქარდით იმოქმედებს 3 ან 6 თვიანი გადანაწილება:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხარჯი ნაწილდება 3 თვეზე: ბატა, ავ ლაბი, სკარპიერა, კორსო იტალია, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ჟაკადი, ოკაიდი ობაიბი.

ავეჯი და სახლის აქსესუარები, ხარჯი ნაწილდება 6 თვეზე: მობლერი, ლაბორატორია, ჩემი სახლი, კარე.

რა არის ტოპ|ქარდი?

ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის საშუალებთ რე|ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი ფინანსები მართონ გონივრულად და პასუხისმგებლობით.

ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება.

რე|ბანკს უკვე 2,000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში: აფთიაქები, სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგურები, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და ტექნიკის მაღაზიები, სასტუმროები, რესტორნები და სხვა. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525

ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად ვებ-გვერდზე https://rbnk.ge/3vGPXpL , ასევე, რე|ბანკის პარტნიორ სავაჭრო და მომსახურე ობიექტებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/ და ფილიალებში:

თბილისი, პეკინის გამზირი #19

თბილისი, ზაარბრუკენის მოედანი, სასტუმრო „მოქსის“ მიმდებარედ

ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქუჩა #55

ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა #5

ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში ტერმინალზე ან ონლაინ, საქართველოში და საზღვარგარეთაც.