ახალი ამბები

რუსეთმა დნიპრო დაბომბა – ქალაქის მერი

4 მაისი, 2022 •
რუსეთმა დნიპრო დაბომბა – ქალაქის მერი

ქალაქ დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, რუსეთმა დაბომბა ქალაქის ცენტრი.

უკრაინის რკინიგზის დირექტორის, ოლექსანდრ კამიშინის თანახმად, ქალაქში რუსეთმა დაბომბა რკინიგზის ხაზები და დამხმარე ნაგებობები.

მისივე განცხადებით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ქალაქი დნიპრო, წარსულში ცნობილი, როგორც დნიპროპეტროვსკი, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე დნეპრზე მდებარეობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს, რასაც ასობით მშვიდობიანი მოსახლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი