აჩი მეფარიძეს ძალადობის მუხლით ბრალი წაუყენეს

მომღერალ აჩი მეფარიძეს საქართველოს სისხლის სამართლის 126-ე მუხლით წარუდგინეს ბრალი, რაც ძალადობას გულისხმობს. აღნიშნული ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მომღერალს ადანაშაულებენ, რომ ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, მანქანის გადასწრების გამო ქალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. „ფორმულას“ ინფორმაციით, ქალი ამბობს, რომ მეფარიძემ ჯერ მანქანას დაარტყა წიხლი, შემდეგ კი თავს დაესხა.