გუდაურში პარაპლანით ფრენისას პილოტი დაიღუპა

გუდაურში პარაპლანით ფრენისას პარაპლანის პილოტი გარდაიცვალა, ხოლო ტურისტი, რომელიც მასთან ერთად იყო, მსუბუქად დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული უკრაინის მოქალაქე, 30 წლამდე ასაკის კაცი იყო.

„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით).